მამუკა მდინარაძე – პრეზიდენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსით გაიღვიძა

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამბობდნენ, პრეზიდენტმა უნდა გაიღვიძოსო, გაიღვიძა მაინცდამაინც „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსით – აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე.

მისი თქმით, ხელისუფლებასთან და საზოგადოებასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსით საუბარი უშედეგო იქნება.

„როდესაც წინა პერიოდში ვამბობდით, რომ მისი მესიჯები ემთხვევა „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯებს, ამის გამო ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, თუმცა დღეს იგივე განმეორდა სამწუხაროდ. პრეზიდენტს შეუძლია იმოქმედოს ამ უფლებამოსილებების ფარგლებში და როდესაც ის იწვევს უშიშროების საბჭოს სხდომას ბუნებრივია, წევრები მიდიან ამ შეხვედრაზე, მაგრამ როდესაც ის „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსით ელაპარაკება საზოგადოებას და ხელისუფლებას, ბუნებრივია, ამ ზოგადი პოლიტიკური განცხადებების ფონზე შესაბამისი შედეგები ვერ იქნება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაში„იბერიასთან“ დაკავშირებით აშკარად იკვეთება ჟურნალისტების და სხვა თანამშრომლების საზარბაზნედ გამოყენების სურათი
შემდეგი სტატია“ვინც მუშაობენ და ჯერ არ დახურულან შემოიტანონ რეკლამა ტელეკომპანია „იბერიაში“ – ნატო ჩხეიძის მიმართვა ბიზნესმენებს