კახა ქემოკლიძე: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიში შსს-ს პროგრესს პოზიტიურად აფასებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის
დირექტორმა კახა ქემოკლიძემ, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ
გამოქვეყნებულ ანგარიშში სამინისტროს მიმართულებით არსებული პოზიტიური
მაჩვენებლები შეაფასა:

„გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში“, 2018
წლის მონაცემებით საქართველომ 66-ე ადგილი დაიკავა და წინა წელთან
შედარებით პოზიცია ერთი საფეხურით გაიუმჯობესა;
სამინისტროსთვის, აღნიშნული კვლევა საინტერესოა იმ კონტექსტში, რომ ის
უწყების ინსტიტუციურ პროგრესს აფასებს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე
როგორიცაა მაგალითად: ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, მკვლელობების
მაჩვენებელი და პოლიციური ძალების სანდოობის ხარისხი.
სამივე მიმართულებით სამინისტროს აქვს მნიშვნელოვანი დადებითი
მაჩვენებლები, რაც თავისმხრივ, უწყების სწორი მიმართულებით განვითარების
თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ინდიკატორია“ – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

banner
წინა სტატიაშიმირზა სუბელიანთან დაკავშირებულ პროცესს სამართლებრივად ძალიან მძიმედ ვაფასებ – ყველა კითხვაზე პასუხს გამოძიებისგან ველოდები
შემდეგი სტატია„იბერიასთან“ დაკავშირებით აშკარად იკვეთება ჟურნალისტების და სხვა თანამშრომლების საზარბაზნედ გამოყენების სურათი