იასკო: ჰოსპიტალში არ არის ცუდი პირობები, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი რეაბილიტაციასა და სამედიცინო მომსახურებას თავისუფლებაზე მიიღებს

მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მიხეილ სააკაშვილის გარემოცვას ახალი მოთხოვნა აქვს – მისი გათავისუფლება.

ამჯერად, ამ საკითხზე რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ჰოსპიტალში ცუდი პირობები არ არის, მაგრამ მიხეილ სააკაშვილზე ცუდად მოქმედებს ის, რომ ერთ ოთახში უწევს ყოფნა.

„ექიმი არ ვარ, ჩემთვის რთული სათქმელია როგორია ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ მე ვხედავ, რომ ის სუსტადაა და სხვადასხვა სიმპტომი აქვს, რომლისგანაც იტანჯება. ვფიქრობ, ბევრი დრო დასჭირდება ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლავ აღსადგენად. ვფიქრობ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია გადაწყვეტის გზების მოძებნა მისი სამედიცინო რეაბილიტაციის თვალსაზრისით, რაც, რა თქმა უნდა, თავისუფლებაზე უნდა მოხდეს. გააგრძელეთ ბრძოლა თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის – ეს მისი მთავარი გზავნილებია, მაგრამ, გულწრფელად გითხრათ, მე მაწუხებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ახლა მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ რეაბილიტაციასა და სამედიცინო მომსახურებას ის მიიღებს თავისუფლებაზე. ეს საკითხი უნდა იყოს განხილვის საგანი და ეს უნდა განხორციელდეს, რადგან ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა განხორციელდეს რეაბილიტაცია თუ ის არ იქნება თავისუფლებაზე. დიახ, ამ ჰოსპიტალში პირობები არ არის ცუდი, შემიძლია ეს დაგიდასტუროთ, მაგრამ ეს მაინც არის ერთი ოთახი საპატიმროში, სადაც არ იხსნება ფანჯარა და ეს გავლენას ახდენს მასზე“, – განაცხადა ლიზა იასკომ.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე – რასაც დღეს პრემიერი ამბობდა, სწორედ მათი მოღვაწეობის შედეგია
შემდეგი სტატიავოლსკი: ღარიბაშვილს არანაირი კომპეტენცია არ გააჩნდა იმ პერიოდში იმ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა