ვოლსკი: ღარიბაშვილს არანაირი კომპეტენცია არ გააჩნდა იმ პერიოდში იმ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა

ვადასტურებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს არანაირი კომპეტენცია იმ პერიოდში არ გააჩნდა იმ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა და სასამართლოს ჩვენებას აძლევდა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე – სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის მიერ მიცემულ ჩვენებას გამოეხმაურა, რომლის ნაწილიც მედიით გავრცელდა.

როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა სწორად დაახასიათა ღარიბაშვილის საქმიანობა.

“2011 წლიდან ვიცნობ ირაკლი ღარიბაშვილს და იგი საკმაოდ ღირსეულად მუშაობდა და მისი საქმიანობა “ქართუ ჯგუფში” ეფექტური იყო, მაგრამ ვადასტურებ, რომ არანაირი კომპეტენცია იმ პერიოდში არ გააჩნდა ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა და სასამართლოს ჩვენებას აძლევდა. მე არ ვიცი, რამ წარმოშვა ეს საკითხი, მაგრამ დახასიათება იმ პერიოდის ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობისა და არა პიროვნებისა, ზუსტად ეგ არის, რომ მას ხელი არ მიუწვდებოდა იმ საკითხებზე, რაზეც სასამართლოშია საუბარი”, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიიასკო: ჰოსპიტალში არ არის ცუდი პირობები, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი რეაბილიტაციასა და სამედიცინო მომსახურებას თავისუფლებაზე მიიღებს
შემდეგი სტატიაგელხაური: დღემდე ვერ შეძლო მიხეილ სააკაშვილმა, რომ მისულიყო სასამართლოში და მისი პოზიცია დაეფიქსირებინა, მას დაცვის უფლება წაართვეს