ჯაფარიძე – რასაც დღეს პრემიერი ამბობდა, სწორედ მათი მოღვაწეობის შედეგია

ახლა საუბარი იმაზე, რომ თურმე საჭიროა გაღატაკებული მოსახლეობის დახმარება, რადგან ისინი ზარმაცობენ და არა ის, რომ აბსოლუტურად არაეფექტური და მავნებლური ეკონომიკაა ამ ქვეყანაში, აბსოლუტურად არასერიოზული განცხადებაა, – ამის შესახებ ” ლელო-საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პრემიერ-მინისტრის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, მმართველი პარტია სოციალური დახმარების ნაცვლად შრომისუნარიანი მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილების შეთავაზებას გეგმავს.

როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი სოციალურ შემწეობას დამოკიდებული, გაღატაკებული ადამიანების რიცხვის მნიშვნელოვან ზრდას გულისხმობს.

“ეს არის მოსახლეობის გაღატაკების გაგრძელების ბიუჯეტი. დღეს, რასაც პრემიერ-მინისტრი ამბობდა, ეს არის სწორედ მათი მოღვაწეობის შედეგი. ახლა საუბარი იმაზე, რომ თურმე საჭიროა გაღატაკებული მოსახლეობის დახმარება, რადგან ისინი ზარმაცობენ და არა ის, რომ აბსოლუტურად არაეფექტური და მავნებლური ეკონომიკაა ამ ქვეყანაში, აბსოლუტურად არასერიოზული განცხადებაა. ჩვენ გვქონდა ინიციატივა შარშან, საპარლამენტო არჩევნების წინ, რომ გასათვალისწინებელია ფაქტი, რომ ადამიანები სოციალური შემწეობის დაკარგვის შიშით ვერ ბედავენ სამუშაოს დაწყებას, თუმცა, მათ უნდა შეუნარჩუნდეთ გარკვეული პერიოდით ეს სოციალური დახმარება, მუშაობის დაწყების შემდეგ და მერე მოეხსნათ, როცა მათი მდგომარეობა დასტაბილურდება. დღეს ქვეყანაში სამუშაო ადგილების არარსებობაა და არა ის, რომ ვინმეს მუშაობის დაწყება ეზარებოდეს”, – განცხადა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: აუცილებელია პროფესიული გადამზადების პროგრამები, რაც ადამიანების დასაქმებას შეუწყობს ხელს
შემდეგი სტატიაიასკო: ჰოსპიტალში არ არის ცუდი პირობები, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი რეაბილიტაციასა და სამედიცინო მომსახურებას თავისუფლებაზე მიიღებს