იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი: თუ წიწაკის/წყლის ჭავლის გაუშვეს, ჩვენი ოფისის კარი ღიაა

იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი წიწაკის/წყლის ჭავლის გაშვების შემთხვევაში, მოქალაქეებს თავის შესაფარებლად საკუთარ ოფისს სთავაზობს.

“ძვირფასო მოქალაქეებო, ჩვენი ოფისის კარები თქვენთვის ღიაა ღამის 02:30 მდე. წიწაკის/წყლის ჭავლის გაშვების შემთხვევაში, ან თუ თავს შეუძლოთ გრძნობთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი ფართი თავშესაფრად პირველი სკოლის უკან, ტარას შევჩენკოს ქუჩა 10, პირველი სართული. არ გვაქვს ძალიან დიდი ფართი მაგრამ მთელი გულით მიგიღებთ”, – წერენ ისინი.

მოქალაქეებმა მსვლელობით პარლამენტიდან კანცელარიასთან გადაინაცვლეს და პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ. ვითარება ადგილზე დრო და დრო იძაბება. შსს-ს განცადებით, აქციაზე 2 ადამიანი დააკავეს და იწმუნებიან, რომ ერთ-ერთს ცივი იარაღი აღმოაჩნდა.

banner
წინა სტატიაშიხაბეიშვილი: “ვაჟა სირაძემ მითხრა: მარტო წამოხვალ კობახიძესთან სალაპარაკოდო? წავედი და შუა გზაში გადაიფიქრა, ახლა არ გამოვაო”
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაციასთან, საცხოვრებელი კორპუსიდან მოქალაქეებმა ევროკავშირის დროშა გადმოფინეს