ხაბეიშვილი: “ვაჟა სირაძემ მითხრა: მარტო წამოხვალ კობახიძესთან სალაპარაკოდო? წავედი და შუა გზაში გადაიფიქრა, ახლა არ გამოვაო”

“ვაჟა სირაძემ მითხრა: მარტო წამოხვალ კობახიძესთან სალაპარაკოდო? წავედი და შუა გზაში გადაიფიქრა, ახლა არ გამოვაო,” – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში არის ადამიანი, “რომლის ხელმძღვანელობითაც ეს კანონი შეიქმნა და მიიღეს, შესაბამისად, ხალხს უნდა გასცეს პრემიერმინისტრმა პასუხი.”

“აქ ზის ადამიანი, რომლის ხელმძღვანელობითაც ეს კანონი შეიქმნა და მიიღეს, შესაბამისად, ხალხს უნდა გასცეს პრემიერმინისტრმა პასუხი, ის ვალდებულია.

მე ვიცი, რომ მას ეშინია, ხომ თქვა მდინარაძემ, მე რომ გამოვიდე და რამე მომივისდეს, აბა, ახლა თავს ხო არ შევწირავო, ეშინიათ. მე მზად ვარ, ვაჟა [სირაძე] მოვიდა, არაფერი არ დამიშავებია, შევახსენე, რომ ქურდია და გაიქცა. მე მარტო ვარ, ვაჟას, რომ ველაპარაკე, არ შემიჭამია…

ვაჟა სირაძემ თქვა, აბა წამოდი და შეგიყვანო, შენ მარტო წამოხვალ კობახიძესთან სალაპარაკოდო? კი- მეთქი. წავედი და შუა გზაში გადაიფიქრა და იქ დადგა და ახლა ვერაო, არ გამოვაო. ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რაზეც ყველა ჩამოყალიბებულია – ეს არის კანონი, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი წაიღონ უკან. მე მართლა მზად ვარ, პრემიერ-მინისტრს თუ არ ეშინია, ხილვები თუ არ აქვთ, არაფერს არ დავუშავებ. საუბარი მინდა ერთადერთ რამეზე, ის ხელს უშლის საქართველოს ევროპულ მომავალს, ასი ათასობით მოქალაქეს აყენებს ამ მდგომარეობაში და აპირისპირებს პოლიციასთან.

ეს არ არის კარგი და ამიტომ ეს კანონი უნდა წაიღონ უკან. მაგრამ მათი ამოცანაა არეულობა. როგორც კი კორუფციაზე დავუწყე საუბარი ვაჟა სირაძეს და ფულზე- ის კანონს კი არ იცავს, მის ფულს იცავს, სირაძეც, გომელაურიც, კობახიძე – მაშინვე დატოვა ტერიტორია და გაიქცა ისიც. ალეკო ელისაშვილზეც ვკითხე და თქვა, რომ მას განვარიდებთო, მაგრამ ალეკოს ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ, ესეც დავინახეთ ყველამ, მაგრამ თქვეს არ ვაკავებთო, მაგრამ მატყუარა, აფერისტია, ვაჟა სირაძის სიტყვა დაიჯერება ამ ქვეყანაში, თუ კობახიძის?!” – განაცხადა ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, ხალმა სიმშვიდის მაგალითი ყველას მოგვცა
შემდეგი სტატიაიაპონური ენისა და კულტურის ცენტრი: თუ წიწაკის/წყლის ჭავლის გაუშვეს, ჩვენი ოფისის კარი ღიაა