იაპონიის პრემიერის განცხადებით, შინზო აბე, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, კრიტიკულ მდგომარეობაშია

იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კიშიდას განცხადებით, ყოფილი პრემიერის, შინზო აბეს მდგომარეობა კრიტიკულია.

მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რა მოტივით მოქმედებდა თავდასხმაში ეჭვიტანილი.

„მინდა გამოვიყენო ყველაზე მკაცრი სიტყვები ამ ქმედების დასაგმობად. ბარბაროსული და ბოროტი“, – აღნიშნა იაპონიის პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ყაველაშვილი კელი დეგნანს ღია წერილით მიმართავს
შემდეგი სტატიაფოთში ტრანსმისიულ დაავადებათა გადამტანი მწერების საპრევენციო ღონისძიებები მიმდინარეობს