იაპონიაში პარლამენტის არჩევნებზე მმართველი პარტია იგებს

იაპონიაში მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი სინძო აბე ხელმძღვანელობს, ეგზიტ-პოლების მიხედვით, პარლამენტის უმაღლესი პალატის არჩევნებზე ლიდერობს.
თუკი პარტია 75%-ს აიღებს, ის იაპონიის პაციფისტურ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას შეძლებს – “ბიბისი” წერს.
ოპოზიციურმა პარტიებმა ამომრჩევლებს მოუწოდეს, აბეს არ მისცენ ამის საშუალება.
სინძო აბეც იმედს იტოვებს, რომ ამომრჩევლები მის ეკონომიკურ პოლიტიკას მხარს დაუჭერენ. მისი თქმით, მთავრობას დამატებითი დრო სჭირდება რეფორმების დასასრულებლად.
ქვეყნის ისტორიაში არჩევნებზე პირველად მონაწილეობენ 18 და 19 წლის ახალგაზრდები.
იაპონიის უმაღლეს პალატაში 242 დეპუტატია. სამ წელიწადში ერთხელ მათი ხელახალი არჩევა ხდება.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში პოლიციის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღა იზრდება
შემდეგი სტატიატონი ბლერს პარლამენტის უპატივცემულობაში ადანაშაულებენ