აშშ-ში პოლიციის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღა იზრდება

 

11აშშ-ში აფროამარიკელების მკვლელობის შემდეგ პოლიციის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღა იზრდება.
მინესოტში პროტესტანტებმა გზები გადაკეტეს, ბატონ-ჟუკში (ლუიზიანას შტატი) თავდაცვის შეიარაღებული რაზმი “ახალი შავი პანტერები” პოლიციის წინააღმდეგ გამოვიდა.
პროტესტის მონაწილეები, რომლებიც უკვე მეხუთე დღეა აქციას ატარებენ, მიტინგიდან მიტინგამდე ახალი აგრესიით გამოირჩევიან, ამიტომ პოლიცია აქციებზე სრული ეკიპირებით გამოდის.
“მხარეები პირისპირ დგანან. გადაკეტილია გზა, რომელიც პოლიციის ოფისისკენ მიდის. პოლიცია პერიოდულად რიგში დგება და ხალხიდან რამდენიმე ადამიანი გამოყავთ, იჭერენ და განყოფილებაში გადაყავთ” – “ბიბისი” წერს.

დაძაბული სიტუაციაა ასევე დალასში, სადაც გასულ ხუთშაბათს 25 წლის შავკანიანმა მიკ ჯონსონმა მიტინგის დროს ხუთი პოლიციელი მოკლა.
პოლიციის განყოფილება მუდმივად ღებულობს ანონიმურ შეტყობინებებს შესაძლო თავდასხმების შესახებ.

მასობრივი პროტესტის მიზეზი პოლიციელების მიერ ფილანდო კასტილეს და ალტონ სტერლინგის დახვრეტა გახდა.
გასულ ღამით, ქალაქ სენტ-პოლში აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ბოთლები, ქვები და ცეცხლმოკიდებული ნივთები ესროლეს.

სამართალდამცველების მონაცემებით, რამდენიმე პოლიციელმა დამწვრობა მიიღო. დემონსტრანტების თქმით, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ქალაქ ბატონ-რუჟში ასობით ადამიანმა ალყა შემოარტყა პოლიციის განყოფილებას. ისინი ყვიროდნენ “არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა”.

დაკავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის, ორი ჟურნალისტი.

საპროტესტო აქციები გაიმართა ასევე ნეშვილში, ინდიანაპოლისსა და ვაშინგტონში.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრი ტრენინგებს საქართველოს 33 სოფელში ატარებს
შემდეგი სტატიაიაპონიაში პარლამენტის არჩევნებზე მმართველი პარტია იგებს