ტონი ბლერს პარლამენტის უპატივცემულობაში ადანაშაულებენ

კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ვეტერანის, ბრიტანეთის პარლამენტის წევრის, დევიდ დეივისის თქმით, ის ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის მხრიდან, პარლამენტის უპატივცემულობის გამოხატვის გამო, საკითხის დაყენებას აპირებს. დეპუტატის თქმით, ტონი ბლერმა პარლამენტი ერაყის სამხედრო კამპანიის გამო შეცდომაში შეიყვანა.
“ბიბისი”-სთან ინტერვიუში დეპუტატმა განაცხადა, რომ ბლერმა პარლამენტი მოატყუა არა ერთხელ, არამედ, ხუთჯერ, როცა პარლამენტს ერაყში ომის დაწყების აუცილებლობაში არწმუნებდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ბრიტანეთში გამოქვეყნდა მოხსენება, რომლის მიხედვითაც მტკიცდება, რომ ბრიტანეთი ერაყის ომში აუცილებლობის გარეშე ჩაერთო.

banner
წინა სტატიაშიიაპონიაში პარლამენტის არჩევნებზე მმართველი პარტია იგებს
შემდეგი სტატიაბრიტანეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი: ერაყში ომი არაკანონიერი იყო