იაპონიაში იაკუძას ერთ-ერთი ბოსი მოკლეს

იაპონიაში იაკუძას ერთ-ერთი ბოსი მოკლეს

2იაპონიაში იაკუძას ერთ-ერთი დანაშაულებრივი დაჯგუფება “კობე იამაგუტი-გუმის” ბოსი ოკაიამას პრეფექტურაში მოკლეს – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
პოლიციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, 55 წლის მაფიოზი ტადასი ტაკაგი ქალაქის ერთ-ერთ პარკში დაცხრილეს. თვითმხილველები რამდენიმე გასროლაზე და მოტოციკლისტებზე საუბრობენ, რომლებმაც სასწრაფოდ დატოვეს შემთხვევის ადგილი.

გამომძიებლები თვლიან, რომ შესაძლებელია მკვლელობა ორ დაჯგუფებას შორის ომთან იყოს დაკავშირებული – “კობე იამაგუტი-გუმიმ” 2015 წელს “იამაგუტი-გუმის” უნდობლობა გამოუცხადა. მას შემდეგ მათ შორის კონფლიქტია. 2016 წელს კი პოლიციამ ოფიციალურად განაცხადა, რომ დაჯგუფებები ღიად ომობენ ერთმენეთთან.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ მსჯავრდებულის წამებისთვის, შვიდ პირს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
შემდეგი სტატიაგია გაჩეჩილაძე “მაესტროზე” გადაცემას იწყებს