იაპონიამ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

იაპონიამ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა – სიაში 90 ფიზიკური და იურიდიული პირი მოხვდა. იაპონიამ ასევე აკრძალა რუსეთიდან ოქროს იმპორტი.

სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ: რუსეთის ვიცე-პრემიერი დიმიტრი გრიგორენკო, გაერთიანებული საავიაციო კორპორაციის თავმჯდომარე იური სლიუსარი, ბიზნესმენი, პუტინის ახლო მეგობარი სერგეი როლდუგინი მეუღლესთან ერთად, ოლიგარქ ალექსეი მორდაშოვის ნათესავები, რიკ ნისანოვი “Киевская площадь”-ის თანადამფუძნებელი.

5 სექტემბერს ძალაში შედის რუსეთისთვის ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და კონსულტაციის სფეროში მომსახურების მიწოდების აკრძალვა.

სანქციების ქვეშ მოექნცნენ ოკუპანტების თანაშემწეები, ხერსონის ოლქის ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსი ვლადიმერ სალდო და მისი “მოადგილე” კირილ სტრემუსოვი.

სანქციებს დაქვემდებარებული ორგანიზაციების სიაში შედის კომპანიები, რომლებიც მოქმედებენ თვითმფრინავების მშენებლობის, გემთმშენებლობის, რადიო ელექტრონიკის სფეროში.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი – „სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია, თუ „სირცხვილია“
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – პირდაპირ ვეუბნები კობახიძეს: დეპოლარიზება ვერ გამოვა იმ პირობებში, მას და ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდეთ მიტაცებული, ხოლო ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ!