იანოშ ჰერმანი: საქართველოს მთავრობა ნამდვილად გამოკვეთილი ლიდერია ადმინისტრირების რეფორმის სტრატეგიის განხორციელებაში

საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ნამდვილად გამოკვეთილი ლიდერი და წამყვანი აქტორია სახელმწიფო ადმინისტრირების რეფორმის სტრატეგიის განხორციელებაში, – ამის შესახებ იანოშ ჰერმანმა დღეს გამართულ კონფერენციაზე “ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჰერმანის თქმით, ევროკავშირი აგრძელებს თავისი ვალდებულებების შესრულებას ფინანსური დახმარების მიწოდებით.
“ჩვენ უზრუნველვყოფთ 43 მილიონი ევროს დახმარების მეორე ფაზის გაცემას, რაც ფოკუსირდება და აქცენტირდება იმაზე, რომ მუნიციპალიტეტებს უფრო მეტი ძალა და გავლენის უფლება მიეცეთ, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები, თუ როგორ მოხდება ცენტრალური ფონდებიდან თანხების გამოყოფა და როგორ გამოიყენება ისინი რეგიონებში. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მთავრობა ნამდვილად გამოკვეთილი ლიდერი გახლავთ და წამყვანი აქტორია სახელმწიფო ადმინისტრირების, რეფორმის, სტრატეგიის განხორციელებაში, დეცენტრალიზაციას და დელეგიტიმაციას მაღალ შეფასებას ვაძლევთ, ასევე მაღალ შეფასებას ვაძლევთ იმ თანამშრომლობას, რომელიც დამყარდა საქართველოს ხელისუფლებასთან ამ სფეროში და ეს გახლავთ საქართველოს ადმინისტრაციული რეფორმის ჩარჩოს პროცესი. მე დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდებს ევროკავშირის დღის წესრიგში ყოფნას და ასევე იქნება ქართული მხარისთვისაც”, – აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი რეკორდულად დაეცა
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: ბოტანიკური ბაღის დირექტორის გათავისუფლება მენეჯმენტის გაუმჯობესებით იყო გამოწვეული