მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი რეკორდულად დაეცა

დღეს ნავთობის ფასი რეკორდული მატების შემდეგ ისევ დავარდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი რეკორდულად დაეცა და 2008 წლის ნიშნულს გაუტოლდა.

ბოლო 7 წლის განმავლობაში პირველად ერთი ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 38 დოლარს ჩამოსცდა, ნედლი ნავთობი კი უკვე 35 დოლარი ღირს.

ნავთობის გაიაფებასთან ერთად მკვეთრად დაეცა რუსული ეროვნული ვალუტის კურსიც.

მოსკოვის ბირჟაზე ერთი დოლარის ღირებულება 70 რუბლს შეადგენს, ერთი ევრო კი 77 რუბლი ღირს.

banner
წინა სტატიაში“ევროკავშირი ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას უჭერს მხარს, სხვადასხვა მეთოდების და ინსტრუმენტების გამოყენებით”
შემდეგი სტატიაიანოშ ჰერმანი: საქართველოს მთავრობა ნამდვილად გამოკვეთილი ლიდერია ადმინისტრირების რეფორმის სტრატეგიის განხორციელებაში