დავით ნარმანია: ბოტანიკური ბაღის დირექტორის გათავისუფლება მენეჯმენტის გაუმჯობესებით იყო გამოწვეული

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ბოტანიკური ბაღის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება სხვადასხვა საკითხებით, მათ შორის, მენეჯმენტის ეფექტიანობის გაუმჯობესებით იყო გამოწვეული.
როგორც ნარმანიამ საკითხის კომენტირებისას განაცხადა, ამის შესახებ მერის მოადგილემ განმარტება უკვე გააკეთა.
“ჩემმა მოადგილემ უკვე გააკეთა განმარტება. ის უშუალოდ იყო გამწვანებისა და ბოტანიკური ბაღის საკითხის კურატორი. იყო ცალკეული საკითხები საიდან გამომდინარეც გადაწყდა მისი გადაყვანა სხვა მიმართულებაზე. თუმცა, გაირკვა, რომ ვერ შეჯერდნენ სხვაგან გადასვლაზე, ამიტომ საჭირო იყო მენეჯმენტის ეფექტიანობის გაუმჯობესება და ამით იყო ნეკარნახევი შესაბამისი ცვლილება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისი თქმით, თბილისის მერია აღნიშნულ საკითხზე განმარტებებს მომავალშიც გააკეთებს.
ბოტანიკური ბაღის დირექტორი ნინო გოცაძე თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშიიანოშ ჰერმანი: საქართველოს მთავრობა ნამდვილად გამოკვეთილი ლიდერია ადმინისტრირების რეფორმის სტრატეგიის განხორციელებაში
შემდეგი სტატიანატანების აქციაზე ადგილობრივებმა რწმუნებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს