იან ლიპავსკი – ჩეხეთი მზად არის, წარადგინოს პროგრამა უკრაინისთვის, რომელიც მიზნად ისახავს მოლდოვისა და საქართველოს მდგრადობასაც

ევროკავშირის პრეზიდენტობის დროს მზად ვართ, წარვადგინოთ ყოვლისმომცველი სტაბილიზაციის, რეკონსტრუქციისა და სტაბილურობის პროგრამა უკრაინისთვის რეგიონული განზომილებით, რომელიც მიზნად ისახავს მოლდოვისა და საქართველოს მდგრადობასაც სულ მცირე ენერგეტიკის და კიბერუსაფრთხოების სფეროში, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ განაცხადა.

იან ლიპავსკიმ პოლონეთში მიმდინარე დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩეხეთი მკაცრად გმობს რუსეთის შეიარაღებულ ძალადობას და განურჩეველ თავდასხმებს მშვიდობიან მოქალაქეებსა და ინფრასტრუქტურაზე უკრაინაში.

„ვგმობთ რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევას. უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, ჩეხეთმა 22 მილიონი ევროს დახმარება უზრუნველყო უკრაინის დაზარალებული მოსახლეობისთვის, ასევე ლტოლვილებისთვის. ჩეხეთი უზრუნველყოფს დამატებით 18 მილიონი ევროს მობილიზებას. ომი უკრაინაში და მისი ჰუმანიტარული და გეოპოლიტიკური შედეგები ჩვენი მომავალი ევროკავშირის პრეზიდენტობის განსახილველი პრიორიტეტებია. ჩეხეთის პრეზიდენტობის დროს, ჩვენ მზად ვართ, წარვადგინოთ ყოვლისმომცველი სტაბილიზაციის, რეკონსტრუქციის და სტაბილურობის პროგრამა უკრაინისთვის რეგიონული განზომილებით, რომელიც მიზნად ისახავს მოლდოვისა და საქართველოს მდგრადობასაც სულ მცირე ენერგეტიკის და კიბერუსაფრთხოების სფეროში“, – განაცხადა იან ლიპავსკიმ.

banner
წინა სტატიაშიმიშელი – ჩვენ ერთად აღვადგენთ თანამედროვე, დემოკრატიულ უკრაინას, რომელიც მზად არის, დაიკავოს თავისი ადგილი ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახში
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – საქართველოს მიერ განხორციელებული კონტრიბუცია 7 მილიონ დოლარს შეადგენს, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას დამატებით 7 მილიონი დოლარით