იან კელი: ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს, როგორც დასავლური საზოგადოების სრულფასოვანმა წევრმა

ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს, როგორც დასავლური საზოგადოების სრულფასოვანმა წევრმა და დემოკრატიულმა ქვეყანამ, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა იან კელიმ დედოფლისწყაროში ახალი სასაზღვრო სექტორის შენობის გახსნაზე განაცხადა.

როგორც იან კელიმ აღნიშნა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს რამდენიმე ინვესტიცია განახორციელა.

“ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს, როგორც დასავლური საზოგადოების სრულფასოვანმა წევრმა და დემოკრატიულმა ქვეყანამ. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება, თუ საზღვრები სრულად არ იქნება დაცული, ასევე, ვიდრე საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა გარანტირებული არ იქნება. სწორედ ამიტომ ჩვენ აქ, ამ ობიექტზე ინვესტირება განვახორციელეთ. ძალიან აღფრთოვანებული ვარ ამით და ველოდებით, რომ მსგავს ღონისძიებებში კიდევ მივიღებ მონაწილეობას“, – განაცხადა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშითამარ ჟვანია: ყველა საერთაშორისო პარტნიორი საქართველოს წარმატებული არჩევნების ჩატარებას ულოცავს
შემდეგი სტატია“მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატები სხვადასხვა თარიღს ასახელებენ, იგულისხმება, რომ პრეზიდენტი დანიშნავს სხდომას”