“მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატები სხვადასხვა თარიღს ასახელებენ, იგულისხმება, რომ პრეზიდენტი დანიშნავს სხდომას”

დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი კონსულტაციების შედეგად მიიღებს გადაწყვეტილებას , როდის დაინიშნება პარლამენტის სხდომა, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა.

მისივე თქმით,მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატები სესიის დღედ სხვადასხვა თარიღს ასახელებენ აქ მაინც იგულისხმება, რომ სხდომის თარიღს პრეზიდენტი დანიშნავს.

”სხდომის დანიშვნის უფლებამოსილება არის პრეზიდენტის პრეროგატივა და ამას გააკეთებს პრეზიდენტი. ის, რომ ზოგიერთი დეპუტატი საუბრობს სხდომის სავარაუდო თარიღზე, ამაში თავისთავად იგულისხმება, რომ სხდომას პრეზიდენტი დანიშნავს”, – განაცხადა კახიანმა.

banner
წინა სტატიაშიიან კელი: ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს, როგორც დასავლური საზოგადოების სრულფასოვანმა წევრმა
შემდეგი სტატიაშსს-ს სასაზღვრო პოლიციის ახალი სასაზღვრო სექტორის შენობა გაიხსნა