თამარ ჟვანია: ყველა საერთაშორისო პარტნიორი საქართველოს წარმატებული არჩევნების ჩატარებას ულოცავს

ცესკო-მ დღევანდელ სხდომაზე საბოლოო შედეგების შეჯამებით დაასრულა 2016 წლის პარლამენტის არჩევნები და შევადგინეთ შემაჯამებელი ოქმი, სადაც აისახა ყველა შედეგი, რომელიც 2016 წლის პარლამენტის არჩევნებს უკავშირდება, რითაც პროცესი საბოლოოდ დასრულდა, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.

თამარ ჟვანიამ მადლობა გადაუხადა არჩევნებში მონაწილე ყველა ორგანიზაციასა და ადამიანს.

„თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან დიდი ძალიხსმევა ჩავდეთ იმაში,რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნები, თავისი ისტორიით, შესულიყო როგორც უფრო უკეთესი და პოზიტიურად განხორციელებული პროცესი, რომელმაც სხვადასხვა საერთაშორისო, თუ ადგილობრივი შეფასებების ჭრილშიც, საქართველო დაამკვიდრა, არჩევნებისა და დემოკრატიის განვითარების კუთხით, როგორც რეგიონში ლიდერი ქვეყანა. ამიტომაც, ვუხდი მადლობას საზოგადოებას. თითოეულ თქვენგანს, მინდა ვისურვო, რომ თითოეული ჩვენგანი კარგად გავიაზრებთ ამ პროცესს, თითოეულ ნიუანსს და მომავალში ბევრს ვიშრომებთ და ვიმუშავებთ, რომ კიდევ უფრო უკეთესი პროცესის განვითარება შევძლოთ”,- განაცხადა ჟვანიამ.

მისივე თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, ორი წევრის მხრიდან განსხვავებული პოზიციები იყო დაფიქსირებული, თუმცა საერთო ჯამში, კომისიური შეფასება იყო ერთიანი და პოზიტიური.

ამასთან, ჟვანიამ აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს წარმატებული არჩევნების ჩატარებას ულოცავენ.

„ამასთანავე მზად ვართ, რომ თითოეული ნიუანსი, თითოეული ხარვეზი მაქსიმალურად დეტალურად განვიხილოთ, გავიაროთ და შევძლებთ, ამ პროცესების შეფასებით, შემდგომი პროცესები უკეთესი იყოს. მე, როგორც ცენტრალური კომისიის თავმჯდომარეს, ძალიან ბევრი დამკვირვებლის და საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასება მიმიღია და მომისმენია. ახლახანს სხვადასხხვა საერთაშორისო კონფერენციაზე მოგვიწია მონაწილეობის მიღება, სადაც ყველა საერთშორიო პარტნიორი, მათ შორის ჩვენი კოლეგები, საარჩევნო ადმინისტრატორები სხვადასხვა ქვეყნებიდან გვილოცავენ მთელს ქვეყანას წარმატებული არჩევნების ჩატარებას“,- განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშიპაატა სალია: შესაძლოა უზენაესმა სასამართლომ სააპელაციოში დააბრუნოს
შემდეგი სტატიაიან კელი: ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს, როგორც დასავლური საზოგადოების სრულფასოვანმა წევრმა