იან კელი: აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას

საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი ISIS-ისთან კავშირში ბრალდებულების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამერიკა მზად არის, მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში საქართველოს მხარი დაუჭიროს.

მისი თქმით საქართველოს ჰყავს სახიფათო სამეზობლო, რაც საზღვრის მიღმა თანამშრომლობას აუცილებელს ხდის.

“საზღვრის უსაფრთხოების გაუმჯობესების თვალსაზრისით, ბევრი რამ კეთდება. მაგალითად, ინფორმაციის გაცვლის კუთხით, ჩამოყალიბებულია თანამშომლობა. ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს – მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოს”, – განაცხადა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ხუნდაძე: დღეს საქართველო ხდება მსოფლიო პოლიტიკის გზაჯვარედინი
შემდეგი სტატია“აშშ მხარს უჭერს თურქეთის უფლებას, დაიცვას ქვეყნის საჰაერო სივრცე”