“აშშ მხარს უჭერს თურქეთის უფლებას, დაიცვას ქვეყნის საჰაერო სივრცე”

„მე ჯერ არ მიმიღია გადაწყვეტილება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ, თუმცა ვთხოვე ჩემს მრჩეველებს ასეთი ვარიანტი განიხილონ–ბარაკ ობამა

აშშ მხარს უჭერს თურქეთის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი და ქვეყნის საჰაერო სივრცე. როგორც “როიტერი” იტყობინება, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ თურქ კოლეგა რეჯეფ თაიპ ერდოღანთან პარიზში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრაზე ბარაქ ობამამ მოუწოდა ერდოღანს, შეამციროს დაძაბულობა რუსეთთან.
“ჩვენ ვიმსჯელეთ, როგორ შეუძლია თურქეთს და რუსეთს ერთობლივი მუშაობა დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით”, – განაცხადა ობამამ.
აშშ-ის პრეზიდენტმა შეხვედრა აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანამ ყურადღება უნდა გაამახვილოს “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაზე.

banner
წინა სტატიაშიიან კელი: აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას
შემდეგი სტატიაგარიგებულ მატჩებთან საბრძოლველად, სფფ-ში სპორტული სამართლიანობის სამსახური შეიქმნება