ია მეტრეველმა კანდიდატურა მოხსნა

თამაზ მეჭიაურის პარტიის წევრმა ია მეტრეველმა, რომელიც ვაკის მე-2, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იყრიდა კენჭს, კანდიდატურა მოხსნა. ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს. როგორც მეტრეველი აცხადებს, ის კანდიდატურას “ქართული ოცნების” კანდიდატის, ბიძინა გეგიძის სასარგებლოდ ხსნის. მისივე თქმით, ის მეჭიაურის პარტიას არ ტოვებს. რაც შეეხება კანდიდატურის მოხსნას, მეტრეველი ამბობს, რომ მას არ სურს ხმები გაუყოს “ქართული ოცნების” კანდიდატს, და “სიამოვნება მიანიჭოს ნაციონალურ მოძრაობას”.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებში ვაკის მე-2 ოლქში “ნაციონალური მოძრაობიდან” კენჭს ელენე ხოშტარია იყრის.

banner
წინა სტატიაშიIDFI-მ ყველაზე დახურულ უწყებად იუსტიციის სამინისტრო დაასახელა
შემდეგი სტატიასაქართველო გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში 139 ქვეყანას შორის 59-ე ადგილს იკავებს