IDFI-მ ყველაზე დახურულ უწყებად იუსტიციის სამინისტრო დაასახელა

რამდენად ხელმისაწვდომია საჯარო ინფორმაცია საქართველოში – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ერთი წლის კვლევას აქვეყნებს,სადაც შეჯამებულია საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების კუთხით არსებული ვითარება 2016 წლის განმავლობაში.

„პრობლემურ საკითხებს წარმოადგენს პრემიების შესახებ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ელექტრონული კომუნიკაცია, ანუ თანამდებობის პირების მიერ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი წერილების ხელმისაწვდომობა. ფაქტობრივად იგივე პრაქტიკაა, რაც გვქონდა შარშან, მაგრამ უფრო დეტალურად გვაქვს. მიმოხილული გასულ წლებთან შედარებით,“-განაცხადა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა.

კველავაში ნათქვამია, რომ ყველაზე ღია უწყება პარლამენტი, სასჯელაღსრულების, გარემოს, დევნილთა და სპორტის სამინისტროება, ყველაზე დახურული – იუსტიციის სამინისტრო.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე-რუსულ სპეცსამსახურებს საიდუმლო მასალები საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელმა გადასცა
შემდეგი სტატიაია მეტრეველმა კანდიდატურა მოხსნა