Human Rights Watch: “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებული პროცესები მედიის თავისუფლებას და სასამართლო ორგანოების დამოუკიდებლობას უქმნის საფრთხეს

სამაუწყებლო კომპანია

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch საკუთარ გვერდზე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ორგანიზაცია დეტალურად აღწერს ტელეკომპანიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის, აღნიშნავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილების დროებით შეჩერების შესახებ.
“მთავრობის სურვილი “რუსთავი 2″-ის სარედაქციო პოლიტიკა შეცვალოს, საქართველოში მედია პლურალიზმს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს და ოპოზიციური ხედვების საზოგადოებისათვის გაცნობას შეუშლის ხელს” – Human Rights Watch-ის დირექტორმა გიორგი გოგიამ განაცხადა. მისი თქმით, ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებული პროცესები მედიის თავისუფლებას და სასამართლო ორგანოების დამოუკიდებლობას უქმნის საფრთხეს და სამომავლო შესწავლას საჭიროებს.

banner
წინა სტატიაშიფხენიანმა მალაიზიის მოქალაქეებს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა
შემდეგი სტატიაევროკავშირი ბალკანეთში შექმნილი მდგომარეობის გამო შეშფოთებას გამოხატავს