ევროკავშირი ბალკანეთში შექმნილი მდგომარეობის გამო შეშფოთებას გამოხატავს

ევროკავშირმა ბალკანეთში შექმნილი მდგომარეობის გამო შეშფოთება გამოხატა. “ახლა, ვიდრე ოდესმე” რეგიონში “სირთულეები და დაძაბულობა მატულობს” – გუშინ ევროკავშირის შიდა პოლიტიკისა და უსაფრთხოების უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინმა განაცხადა. მან, ასევე თქვა, რომ რეგიონი, “შესაძლებელია, მსხვილი სახელმწიფოებისთვის ჭადრაკის დაფას დაემსგავსოს”. მას პირდაპირ არ დაუსახელებია ძალები, რომლებიც ბალკანეთში მდგომარეობას აუარესებს. თავის მხრივ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა ბორის ჯონსონმა რუსეთი დაადანაშაულა ბალკანეთში შექმნილ დაძაბულობაში. მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია “მონაწილეობას იღებს ბალკანეთის ქვეყნების დანგრევაში”. მან ამის მაგალითად ჩერნოგორია მოიყვანა, სადაც ადგილობრივმა პროკურატურამ რუსეთის ხელისუფლებას 2016 წელს სახელმწიფო გადატრიალებაში დასდო ბრალი.

banner
წინა სტატიაშიHuman Rights Watch: “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებული პროცესები მედიის თავისუფლებას და სასამართლო ორგანოების დამოუკიდებლობას უქმნის საფრთხეს
შემდეგი სტატიაანტალიაში აშშ-ს, თურქეთის და რუსეთის გენშტაბების ხელმძღვანელები შეხვდნენ ერთმანეთს