ფხენიანმა მალაიზიის მოქალაქეებს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა

ფხენიანმა მალაიზიის მოქალაქეებს დროებით ჩრდილოეთ კორეიდან გასვლა აუკრძალა – ქვეყნის ოფიციალურ მედიაშია გამოქვეყნებული. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, ზომა ძალაში იქნება მანამდე, სანამ “ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკის დიპლომატებს მალაიზიაში სრული უსაფრთხოების გარანტია არ ექნებათ და სანამ მალაიზია მომხდარ ინციდენტს არ გამოიძიებს”.
მალაიზიის შსს-მ საპასუხოდ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კორეის საელჩოს თანამშრომლებს დროებით ეკრძალებათთ დიპლომატიური მისიის დატოვება. გარდა ამისა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჩრდილოეთ კორეის ყველა მოქალაქეს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა.
ადრე ფხენიანმა თავისი ელჩი გამოიწვია მალაიზიიდან. კუალა-ლუმპურმა იგივე ზომები მიიღო.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მალაიზიაში კიმ ჩონ ნამის სიკვდილის შემდეგ გართულდა – ის ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ძმაა.
კიმ ჩონ ნამი 13 თებერვალს მოკლეს.

banner
წინა სტატიაშინატო ნორვეგიაში რუსეთის საზღვართან მასშტაბურ წვრთნებს ატარებს
შემდეგი სტატიაHuman Rights Watch: “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებული პროცესები მედიის თავისუფლებას და სასამართლო ორგანოების დამოუკიდებლობას უქმნის საფრთხეს