ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტების აქტიური მატება არ მომხდარა – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მობილიზებული საწოლფონდის 45% თავისუფალია. როგორც გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, კორონავირუსის ინფიცირების მკვეთი მატების მიუხედავად, ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტების რაოდენობა არ მომატებულა.

“ნაკადების მკვეთრ მატებასთან ერთად ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტების აქტიური მატება არ მომხდარა. დაახლოებით 45% მობილიზებული ჰოსპიტალური საწოლფონდი თავისუფალი რჩება, იგივე შემიძლია ვთქვა ბავშვების საწოლფონდზე, სადაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შემთხვევების მატება იყო, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ შემთხვევების უდიდესი ნაწილი არის მსუბუქი მიმდინარეობის და მას არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ბავშვები რჩებიან ბინაზე და იქ აგრძელებენ კომუნიკაციას”,-თქვა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშისისტემურ დანაშაულთან “ნაციონალური მოძრაობა” ასოცირდება – ტალიაშვილი შშმ მოზარდზე მოძალადე პოლიციელებზე
შემდეგი სტატიაწილოსანი – ჩვენ ძალიან ბევრი ღირსეული პოლიციელი გვყავს და არც ერთ პოლიტიკურ ძალას არა აქვს უფლება, პოლიცია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს