წილოსანი – ჩვენ ძალიან ბევრი ღირსეული პოლიციელი გვყავს და არც ერთ პოლიტიკურ ძალას არა აქვს უფლება, პოლიცია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს

ჩვენ ძალიან ბევრი ღირსეული პოლიციელი გვყავს და არც ერთ პოლიტიკურ ძალას არა აქვს უფლება, პოლიცია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს – მმართველი პარტია არ დაუშვებს, რომ ქვეყანაში სისტემური დანაშაული ისევ სიმპტომატური გახდეს, – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” დეპუტატმა ხატია წილოსანმა გააკეთა.

წილოსანის თქმით, პოლიციელის მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ცემის ფაქტზე როგორც საზოგადოების, ასევე სახელმწიფოს რეაგირება იყო სწორი და დროული.

დეპუტატი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას პოლიციელის მიერ ჩადენილი არც ერთი დანაშაული რეაგირების გარეშე არ დაუტოვებია.

“ნებისმიერი ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი. განსაკუთრებით მძიმეა კადრები, როცა საქმე შშმ პირს ეხება. ჩვენი ხელისუფლების პირობებში რეაგირება მაქსიმალურად სწრაფად მოხდა. დაკავებულია ინციდენტში მონაწილე ორივე პოლიციელი. ისინი კანონის სრული დაცვით აგებენ პასუხს ჩადენილი დანაშაულისთვის. უსწრაფესი რეაგირება, რაც მოხდა, კითხვებს აღარ ტოვებს”, – განაცხადა ხატია წილოსანმა.

banner
წინა სტატიაშიჰოსპიტალურ სექტორში პაციენტების აქტიური მატება არ მომხდარა – გაბუნია
შემდეგი სტატია„ბუსტერ“ დოზის გაკეთების შემთხვევაში დამცველობის ეფექტი მნიშვნელოვნად იზრდება – გაბუნია