სისტემურ დანაშაულთან “ნაციონალური მოძრაობა” ასოცირდება – ტალიაშვილი შშმ მოზარდზე მოძალადე პოლიციელებზე

სისტემურ დანაშაულთან სწორედ “ნაციონალური მოძრაობა” და მასთან აფილირებული ორგანიზაციები ასოცირდებიან – ასე უპასუხა „ქართული ოცნების” დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა მეტროსადგურში, პოლიციელის მიერ არასრულწლოვანი შშმ მოზარდის ცემის ფაქტთან დაკავშირების დასმულ კითხვას.

„ნაციონალური მოძრაობის” და მასთან აფილირებული ორგანიზაციების მცდელობა, რომ როგორც ხავსჩაჭიდებულები ამა თუ იმ კონკრეტულ, კერძო შემთხვევას ჩაუსაფრდნენ და ეცადონ, კონკრეტული ინციდენტიდან პოლიტიკური მოთხოვნები დააყენონ, ცუდი და წარუმატებელი მცდელობაა – სისტემურ დანაშაულთან სწორედ “ნაციონალური მოძრაობა” და მასთან აფილირებული ორგანიზაციები ასოცირდებიან” – განაცხადა ტალიაშვილმა.

​ის ამტკიცებს, რომ ასეთ ფაქტებს სახელმწიფოს მხრიდან უმკაცრესი რეაგირება ექნება.

banner
წინა სტატიაში50 წელს ზემოთ მოქალაქეები, რომლებიც ბუსტერ დოზით აიცრებიან, 100 ლარს მიიღებენ
შემდეგი სტატიაჰოსპიტალურ სექტორში პაციენტების აქტიური მატება არ მომხდარა – გაბუნია