ჰოლივუდის ვარსკვლავები ტრამპის წინააღმდეგ (ვიდეო)

მთელი რიგი ჰოლივუდის ვარსკვლავები, მათ შორის რობერტ დაუნ-უმცროსი, სკარლეტ იოჰანსონი, ნილ პატრიკ ჰარისი, მარკ სტრონგი, ჯულიანა მური, მარტინ შინი, ჯეიმს ფრანკო, დონ ჩილი და სხვები, ტრამპის წინააღმდეგ სოციალურ რეკლამაში გამოდიან, რომელშიც მოსახლეობას მოუწოდებენ, ხმა არ მისცენ აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატს დონალდ ტრამპს.
ვიდეოში ჰოლივუდის ვარსკვლავები აშშ-ს მოსახლეობას ახსენებენ იმას, რომ საპრეზიდენტო არჩევნები უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ისინი ამბობენ, რომ გადარჩენის მიზნით არ შეიძლება აშშ ისეთი ადამიანის ხელში ჩავარდეს, რომელიც ატომური იარაღით იმუქრება.
მსახიობები ვიდეო-რგოლის ბოლოს ამბობენ, რომ თუკი ამერიკელები არჩევნებზე მივლენ და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მარკ რუფოლო შიშველი გამოჩნდება გადაღებებზე.

Save the day – ასე ქვია ვიდეოს.

banner
წინა სტატიაშილადო ბედუკაძე სამეგრელოს მოსახლეობას მიმართავს
შემდეგი სტატიარუსთავში მე-8 სართულის ფანჯრიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა