ლადო ბედუკაძე სამეგრელოს მოსახლეობას მიმართავს

ბედუკაძე თავდაცვის მინისტრს პასუხობს

ლადო ბედუკაძე სამეგრელოს მოსახლეობისადმი წინასაარჩევნო ვიდეო-მიმართვას ავრცელებს: „სამეგრელო ის რეგიონია, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა უახლოეს ისტორიაში, სააკაშვილის ნეოფაშისტურმა რეჟიმმა მთავარი დარტყმა სწორედ სამეგრელოს მიაყენა მკვლელობებით, წამებებით, დაბეზღებების სერიით. თუმცა დანარჩენ საქართველოს კვლავ აოცებს მისი ერთიანობა, გამტანიანობა, სიმტკიცე“ – ამბობს ბედუკაძე მიმართვის დასაწყისში და აცხადებს, რომ მისი ცენტრისტული პარტია კომუნისტური პარტია სტალინელების სახელით მიიღებს ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას.
„ჩვენ, პარტია ცენტრისტები, კომუნისტური პარტია სტალინელების სახელით ვიღებთ მონაწილეობას არჩევნებში. ჩვენ რეალისტები ვართ, ჩვენ არ ვოცნებობთ, ჩვენ ვმოქმედებთ“ -ამბობს ბედუკაძე და პირობას დებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში მისი პარტია ქვეყანას გაამთლიანებს, დევნილებს აფხაზეთიდან, სამურზაყანოდან და ცხინვალის რეგიონიდან საკუთარ მიწა-წყალზე დააბრუნებს. მისი წინასაარჩევნო დაპირებაა, ასევე, არსებული ხელისუფლების მიერ არჩეულ ევროატლანტიკურ კურსზე უარის თქმა: „ჩვენი უბედურებების სათავზე, ქვეყნის ხელისუფლებების მიერ არჩეული ევროატლანტიკური კურსია, ჩვენ უარს ვიტყვით ამ კურსზე, ჩვენ დავასრულებთ დანაშაულებრივ კოაბიატციურ პოლიტიკას, და სათანადო ადგულს მივუჩენთ სააკაშვილის მონებს“– ამბობს ბედუკაძე ვიდეო მიმართვაში.

https://youtu.be/8pzjvKsPleQ

banner
წინა სტატიაშიკერის ლავროვის სიტყვით გამოსვლის გამო თავი პარალელურ სამყაროში ეგონა
შემდეგი სტატიაჰოლივუდის ვარსკვლავები ტრამპის წინააღმდეგ (ვიდეო)