რუსთავში მე-8 სართულის ფანჯრიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა

რუსთავში მე-12 მიკრო რაიონის #5 კორპუსის მე-8 სართულის ფანჯრიდან 42 წლამდე ასაკის ქალი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
მეზობლების ერთი ნაწილის განცხადებით, ახალგაზრდა ქალი ორი საათის წინ ძლიერი წვიმისა და ქარის დროს გადმოვარდა ღია ფანჯრიდან, ნაწილი კი ამბობს, რომ სუიციდის ფაქტს ჰქონდა ადგილი და ის თავად გადახტა.
არსებული ინფორმაციით, ქალბატონი ძმასთან ერთად ცხოვრობდა, შემთხვევის დროს კი ის სახლში მარტო იმყოფებოდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიჰოლივუდის ვარსკვლავები ტრამპის წინააღმდეგ (ვიდეო)
შემდეგი სტატიახაჯიმბას პრეს-სამსახური დე-ფაქტო მინისტრის გადადგომაზე კომენტარს აკეთებს