ხერსონის რეგიონში, ომის დაწყების დღიდან ოკუპანტებმა 457 ადამიანი გაიტაცეს – ვენედიქტოვა

ხერსონის რეგიონში, ომის დაწყების დღიდან ოკუპანტებმა 457 ადამიანი გაიტაცეს, – ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა ავრცელებს.

ვენედიქტოვა სოციალურ ქსელში წერს, რომ გატაცებულთა შორის არიან: კახოვკას, ტავრისკას, სკადოვსკას, გოლაია პრისტანის, ბერისლავის მერები, ასევე ნოვოლეკსანდრივსკას, ბეხტერსკას და მილოვსკას სოფლის მერები.

გარდა ამისა, ოკუპანტებმა უკანონოდ დააკავეს ჩორნობაივის დასახლების საბჭოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე.ოკუპანტები ასებე დაინტერესდნენ ნოვოკახოვის საკრებულოს მდივნით, 43 სამართალდამცავით და ორი სასულიერო პირით.

გარდა ამისა, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ შეიტყო, რომ რეგიონული გაზეთის, Novy Den-ის ჟურნალისტის გატაცების მეორე ორგანიზატორი, ნოვოკახოვსკაიას სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაცია ხელმძღვანელია.

“მისი ბრძანებით ჟურნალისტი ერთი კვირის განმავლობაში აკუმულატორის ჯაჭვით იყო მიბმული, დაკითხეს და სცემეს” – აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

banner
წინა სტატიაში„ჰარპაგონის“ პრემიერა და სენაკის თეატრის ახალი სიცოცხლე
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა უკრაინის მიმართ არ შეიცვლება