ჰარცელი: პარტნიორები, მეგობრები ვართ და გვესმის, ქართველი ხალხი სადაცაა, ვცდილობთ, დემოკრატიული ღირებულებები დამკვიდრდეს ქვეყნაში

პარტნიორები, მეგობრები ვართ და გვესმის, ქართველი ხალხი სადაცაა, ვცდილობთ, დემოკრატიული ღირებულებები დამკვიდრდეს ქვეყნაში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა ვებინარზე ევროპარლამენტარების მონაწილეობით.

„როგორ საქართველოს ახლო პარტნიორი, ევროკავშირი მჭიდროდ იყო ჩართული წლების განმავლობაში დემოკრატიული პროგრესის გზაზე, როგორც ინსტიტუციური განვითარების, ისე სხვა რეფორმების კუთხით. ჩვენ მხარს ვუჭერდით, როგორც მედიას სადამკვირვებლო კუთხით, ასევე დიალოგი და მედიაცია ყოფილიყო ამ ორ მხარეს შორის. ჩვენი ჩართულობით მოხდა 19 აპრილის შეთანხმების გაფორმება, რომელმაც აჩვენა გზა, რომ განმუხტულიყო ეს სიტუაცია. ეს შეთანხმება მოიცავს მონახაზს, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, რომ განახორციელონ ეს ვალდებულებები და პრობლემები გადაჭრან, რაც მისცემს საშუალებას საქართველოს, რომ განვითარდეს და მისი პოტენციალი სრულად განავითაროს. პოლარიზაცია არის მუდმივი პრობლემა საქართველოსთვის, არჩევნების კონტექსტში ეს პოლიტიკურ კრიზისს უფრო ამწვავებს. განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი თავი დაიწყო ქვეყნის ცხოვრებაში. ეს შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და მისი პოლიტიკური ბოიკოტი ვერ გადაჭრიდა ამ გამოწვევებს, რაც საქართველოს წინაშე იყო, რადგანაც შემდგომი დემოკრატიული რეფორმები არის გასატარებელი. მიუხედავად ამისა, რაც აქ არის, 19 აპრილის შეთანხმება არის წარმატება. ეს არის მაგალითი, როგორი უნდა იყოს დიალოგი და კომპრომისით მიაღწიო შედეგს, რათა შეცვალო მიდგომა – „გამარჯვებული ყველაფერს მიიღებს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ევროკავშირის ელჩის თქმით, 19 აპრილის შეთანხმებით საქართველოს დემოკრატიამ კიდევ ერთი ფურცელი გადაშალა.

„ამ შეთანხმების ყოველი ასპექტის განხილვის გარეშე მინდა ვთქვა, რომ საქართველოსთვის რაღაც ნაწილი შესრულდა, რაღაც ნაწილი არ შესრულებულა – საკონსტიტუციო შესწორებები, საარჩევნო ბარიერი და საპარლამენტო არჩევნები. იმისათვის, რომ შეასრულო სამთავრობო დაპირება, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმა და სასამართლო სისტემის, ჩვენ ვფიქრობთ, რომ 19 აპრილის შეთანხმებაში ეს არის საგზაო რუკა, ეს ვალდებულება, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს. 2021 წლის არჩევნები არ იყო გამონაკლისი. ჩვენ ძალიან ახლოს ვაკვირდებოდით და თქვენ ალბათ უკვე ადევნებდით თვალყურს, რა განცხადებებიც გაკეთდა ამ ორი რაუნდის/ტურის განმავლობაში, პირველი და მეორე ტურის დროს. კარგად ადმინისტრირებული იყო ზოგადად ეს არჩევნები, ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, მაგრამ მას ჰქონდა ხარვეზები; მათ შორის, კანდატიტების დაშინება, ამომრჩეველთა მოსყიდვა, კანდიდატებზე და ამომრჩევლებზე განხორციელებული ზეწოლა, არასათანადო რესურსები, ანუ ეს არაკეთილსინდისიერი პრაქტიკა არ უნდა გახდეს დამკვიდრებული პრაქტიკა საქართველოში. საბოლოო ჯამში, ძნელია, დასკვნა გამოვიტანოთ.

ეს არჩევნები იყო კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობა. ჩვენ ველოდით, რომ საქართველოს მთავრობა სწრაფად და გადამწყვეტ ნაბიჯებს მიიღებდა ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, ვიდრე საბოლოო ანგარიშს გამოვაქვეყნებდით. სასამართლო რეფორმა არის კიდევ ერთი სვეტი ამ 19 აპრილის შეთანხმებაში და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში. ბოლო დანიშვნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არის ერთ ერთი უკანგადადგმული ნაბიჯი. ეს არის არაგამჭვირვალე და არაკონკურენტულ გარემოში მოხდა მათი დანიშვნა და ეს კიდევ ემატება სხვა ხარვეზებს. ასევე, ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარებაზე უარის თქმა და გენერალური პროკურორის დანიშვნასთან დაკავშირებით ასევე მოხდა ჩავარდნა და არ მოხდა ამის შესრულება, სათანადო გამოძიება არ ჩატარებულა 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით. ეს მოთხოვნები უნდა შესრულდეს, ვიდრე კიდევ დაემატება მას სხვა პუნქტები“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

რაც შეეხება ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობას, ჰარცელის თქმით, მათ წარმოდგენილი აქვთ საგზაო რუკა.

„ჩვენ საერთო ღირებულებები გვაქვს დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე და ეს გვპირდება ეკონომიკურ წინსვლას, რომელიც სარგებელს მოუტანს ყველა მოქალაქეს. ევროკავშირი ფოკუსირებულია, რომ საქართველომ შეასრულოს ეს ვალდებულება, რომ სრული სარგებელი მიიღო. თუკი საქართველოს აქვს ამბიცია ევროკავშირთან ურთიერთობაში, ჩვენ ველოდებით, რომ რეფორმები გააძლიეროს, განსაკუთრებით, დემოკრატიული და სასამართლოს რეფორმების კუთხით. ეს პროცესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობს, გაჭიანურებულია. ჩვენ პარტნიორები და მეგობრები ვართ და გვესმის, ქართველი ხალხი სადაცაა. ვცდილობთ, რომ ეს დემოკრატიული ღირებულებები დამკვიდრდეს ქვეყნაში“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე “მამის დღის” დაწესებაზე მსჯელობენ
შემდეგი სტატიაკობახიძე – ერიკა ოლსონთან შეხვედრაზე სააკაშვილი საერთოდ არ ყოფილა ნახსენები