ჰარცელი მოსმენებზე – არ გვეგონა, რომ ისეთი მეგობარი ქვეყანა, როგორიც საქართველოა ასეთ ნაბიჯს გადადგამდა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი სუს-ს ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება და ამბობს, რომ არ ეგონათ, ისეთი მეგობარი ქვეყანა, როგორიც საქართველოა ასე მოიქცეოდა. მისივე ინფორმაციით, საქართველოს ელჩი ევროკავშირში ბრიუსელში დაიბარეს.

“ჩვენ სერიოზულად ვუდგებით ამ მოსმენების საკითხს, რომელიც ვენის კონვენციას ეწინააღმდეგება. არ გვეგონა, რომ ისეთი მეგობარი ქვეყანა, როგორიც საქართველოა ასეთ ნაბიჯს გადადგამდა. საქართველოს ელჩი ევროკავშირში უკვე დაიბარეს ბრიუსელში და მასთან ამაზე საუბარი აუცილებლად იქნება.

ამ ფაილების მოცულობა საკმაოდ დიდია და დეტალებში შესვლა არ მინდა, ზოგადად ბევრი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური შეიძლება მიმართავდეს ასეთ ხერხს, როცა საქმე ეხება ქვეყნის ტერორიზმისგან და მსგავსი საფრთხეებისგან დაცვას, თუმცა ეს უნდა ხდებოდეს დიდი სიფრთხილით”, – თქვა კარლ ჰარცელმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი სიერა ლეონეს საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატიაგოცირიძე დმანისის ინციდენტზე – ახლა დააკავებენ ნაძირალა დამნაშავეს და შემდეგ ჩუმად გამოაპარებენ, როცა არჩევნები დამთავრდება