გოცირიძე დმანისის ინციდენტზე – ახლა დააკავებენ ნაძირალა დამნაშავეს და შემდეგ ჩუმად გამოაპარებენ, როცა არჩევნები დამთავრდება

ახლა წინასაარჩევნოდ დააკავებენ ამ ნაძირალა დამნაშავეს და შემდეგ ჩუმად გამოაპარებენ, როცა არჩევნები დამთავრდება – დაუყოვნებლივ უნდა მოხსნას დამნაშავის მამამ დმანისში კანდიდატურა, – ასე ეხმიანება “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი რომან გოცირიძე ჟურნალისტებთან დმანისში მომხდარ ინციდენტს.

“ის, რაც დმანისში მოხდა, ყოველ წელს ხდებოდა არჩევნების წინ, ვინმე ამ 9 წლის განმავლობაში გინახავთ ამაზე სასჯელმისჯილი? ახლა წინასაარჩევნოდ დააკავებენ ამ ვიღაც ნაძირალა დამნაშავეს, რომელმაც დაასახიჩრა ადამიანი და შემდეგ ჩუმად გამოაპარებენ, როცა არჩევნები დამთავრდება. უნდა მოხსნას კანდიდატურა ამ დამნაშავის მამამ დაუყონებლივ, რომელიც თურმე აცხადებდა, რომ ეს მისი შვილი არ იყო და საზოგადოებას ატყუებდა პირდაპირ ეთერში. ეს კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორი ძალადობრივი ხერხით ცდილობს რაღაც შედეგის მიღწევას, ვერ მიაღწევენ, ვერ გადალახავენ 43 პროცენტს და გაიმართება რიგგარეშე არჩევნები,”- განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიჰარცელი მოსმენებზე – არ გვეგონა, რომ ისეთი მეგობარი ქვეყანა, როგორიც საქართველოა ასეთ ნაბიჯს გადადგამდა
შემდეგი სტატიაცესკო-ს თავმჯდომარე – წინასაარჩევნო პროცესი თანაბარ და მშვიდ პირობებში მიმდინარეობს