აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი სიერა ლეონეს საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს შეხვდა

2021 წლის 21 სექტემბერს, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგრეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სიერა ლეონეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს, დევიდ ჯონ ფრანცისს შეხვდა.

შეხვედრაზე, კოლეგებმა ვრცლად ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და მათი სხვდასხვა სფეროში გაღრმავების პერსპექტივებზე.

გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ამ კუთხით აღინიშნა აქტივობების კოორდინაციისა და ორივე ქვეყნისთვის პრიორიტეტული ინიციატივების ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობა. საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა სექტორში გამოცდილების გაზიარებისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გზების გაძლიერებას.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ნაყოფიერი საუბარი შედგა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხებზე
შემდეგი სტატიაჰარცელი მოსმენებზე – არ გვეგონა, რომ ისეთი მეგობარი ქვეყანა, როგორიც საქართველოა ასეთ ნაბიჯს გადადგამდა