ჰარცელი – მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სრულად უნდა იყოს დაცული როგორც ადგილობრივი კანონმდებლობა, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია

რა თქმა უნდა, ევროკავშირი დიდი ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს,­ – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ის, რომ სამედიცინო კონსილიუმის მიერ გაცემული რეკომენდაციები სრულად შესრულდეს.

„დიდ ყურადღებას ვიჩენთ საქართველოში ზოგიერთი ინსტიტუტის მიმართ, მინდა დავიწყო სამედიცინო კონსილიუმით, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. ვფიქრობ, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ვინაიდან, როგორც ამბობენ, არც დიპლომატები და არც პოლიტიკოსები ექიმები არ არიან, რომ სამედიცინო რჩევები გასცენ. მე იმედი მაქვს, რომ სამედიცინო კონსილიუმის მუშაობა გაგრძელდება. უნდა აღვნიშნოთ იმ განსაკუთრებულ როლზე, რასაც ამ საქმის ზედამხედველობის კუთხით კონსტიტუციის შესაბამისად სახალხო დამცველი ასრულებს და გასცემს რჩევებსა და შეფასებებს, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ. ასევე მინდა ვახსენო სახელმწიფო ინსპექტორის ოფისი, რომელიც კარგ რეკომენდაციებსა და რჩევებს გასცემს პატიმრების უფლებებთან დაკავშირებით, რომელიც ასევე დასაფასებელია.

ამ ყველაფრის ფონზე, წუხელ უკვე გავაკეთე კომენტარი. მიგვაჩნია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ის, რომ სამედიცინო კონსილიუმის მიერ გაცემული რეკომენდაციები სრულად შესრულდეს,“- განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სრულად უნდა იყოს დაცული როგორც ადგილობრივი კანონმდებლობა, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.

„ამასთან, პატიმრის უფლებებთან დაკავშირებით, ჩვენ ვაკვირდებით ბატონი სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებების დაცვას. ვაკვირდებით იმას, თუ რას აცხადებს სახალხო დამცველი, თავად მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ, ჩვენ ასევე ვიხილეთ გარკვეული კადრები მისი საკნიდან. ყველაფერი ეს აჩენს კითხვებს და ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სრულად იყოს დაცული როგორც ადგილობრივი კანონმდებლობა, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია,“- განაცხადა ელჩმა.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – სააკაშვილის #18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრები არის უმძიმესი და ჩანს, როგორ არაადამიანურად ეპყრობიან მას
შემდეგი სტატიაკადრებში ნათლად ჩანს არაადამიანური მოპყრობა, ფიქსირდება, როგორ ცდილობენ მისი ღირსების შელახვას – საძაგლიშვილი