ვაშაძე – სააკაშვილის #18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრები არის უმძიმესი და ჩანს, როგორ არაადამიანურად ეპყრობიან მას

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის #18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრები არის უმძიმესი და ჩანს, როგორ არაადამიანურად ეპყრობიან ყოფილ პრეზიდენტს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ იუსტიციის სამინისტრო ამ კადრებს მიაწდვის სტრასბურგის სასამართლოს, ძალიან დიდი პრობლემა იქნება.

„უმძიმესი კადრებია და სამწუხაროა, რომ ასე არაადამიანურად ეპყრობიან მიხეილ სააკაშვილს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა მისი ციხეში გადაყვანა. დარწმუნებული ვარ, ეს დაერთვება იმ საქმეს, რომელიც უკვე სტრასბურგში განიხილება. საერთოდ, საზოგადოებას მინდა მივმართო, მეგობრებო, გამოვფხიზლდეთ, არ შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირებისკენ წავიყვანოთ ქვეყანა და არ შეიძება ერთმანეთს ანგარიში არ გავუწიოთ. გვაქვს ერთი სახელმწიფო, ერთი საქართველო და თანაცხოვრება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ გადავლახოთ ეს დაუსრულებელი კრიზისი, რაც გვაქვს პოლიტიკური თვალსაზრისით.

რაც შეეხება სტრასბურგის გადაწყვეტილებას, ძალიან მარტივია ახსნა და განმარტება. სტრასბურგმა მიხეილ სააკაშვილის საქმე მიიღო საგამონაკლისო წესით და მუდმივ მონიტორინგზე აიყვანა. ასევე, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია ჯერ თუ რომელ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ და სწორედ ამიტომ მოსთხოვა იუსტიციის სამინისტროს დამატებითი ინფორმაციის მიწოდება. დღეს რა კადრებიც გავრცელდა, ამას თუ მიაწვდიან, მე ვფიქრობ დიდი პრობლემა იქნება,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიწარმოუდგენელი კადრებია! ოცნებაზე კომენტარს არ ვაკეთებ – ხოშტარია პენიტენციურის კადრებზე
შემდეგი სტატიაჰარცელი – მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სრულად უნდა იყოს დაცული როგორც ადგილობრივი კანონმდებლობა, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია