კადრებში ნათლად ჩანს არაადამიანური მოპყრობა, ფიქსირდება, როგორ ცდილობენ მისი ღირსების შელახვას – საძაგლიშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალადობრივად შესახლებას ასახავას.

უფლებადამცველის თქმით, კადრებში ნათლად ჩანს არაადამიანური მოპყრობის ფაქტი და ფიქსირდება, როგორც ცდილობს პენიტენციური სამსახური, ღირსება შეულახოს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს.

“გავრცელებული კადრებიდან, როგორ მე-12 დაწესებულებაში გავრცელებული კადრები, ისე დღევანდელი, ცალსახად ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი მე 18 დაწესებულებიდან გამოიყვანეს მოტყუებით, კერძოდ, უთხრეს, რომ გადაჰყავდათ სამოქალაქო საავადმყოფოში და ამაზე პრეტენზია არ ჰქონია. მაგრამ, მას შემდეგ, რაც ის მიხვდა, რომ მოიყვანეს გლდანის მე-18 დაწესებულებაში, რომელზეც არაერთხელ ჰქონდა დაფიქსირებული, რომ მისთვის იყო ეს მიუღებელი, ვნახეთ მისი წინააღმდეგობ ბუნებრივია.

გავრცელებულ კადრებზე ნათლად ჩანს არაადამიანური მოპყრობის ფაქტი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით და ახლა, იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული კადრებით ეს ფიქსირდება, თუ როგორ ცდილობს პენიტენციური სამსახური ღირსება შეულახოს საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ისე ახდენს მის იძულებით მოთავსებას მე-18 დაწესებულებაში”, – თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჰარცელი – მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სრულად უნდა იყოს დაცული როგორც ადგილობრივი კანონმდებლობა, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია
შემდეგი სტატიაბრეგაძე – ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო და იქნება, საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე, სწორედ ამიტომ გაასაჯაროვა პენიტენციური სამსახურმა შესაბამისი კადრები