ჰაკან შუქური ერდოღანის წინააღმდეგ!

თურქეთის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე პოპულარულმა და ტიტულოვანმა ფეხბურთელმა ჰაკან შუქურმა, 15 ივლისს მომხდარი ამბოხების შემდეგ, ტვიტერის საკუთარ გვერდზე, ამბოხების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ფეტულაჰ გიულენის მხარდამჭერი რამდენიმე განცხადება გააზიარა…!!! ერთ მილიონზე მეტი მკითხველის მქონე ჰაკან შუქურის ტვიტერის გვერდზე ამ ინფორმაციების გამოქვეყნებამ მისი გულშემატკივრების მხრიდან სერიოზული უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, რის გამოც ფებურთელმა ტვიტერის გვერდი მკითხველებისთვის დაბლოკა… თუმცა საქმე ამით არ დასრულებულა, თურქეთის პარლამენტის წევრმა ჰაკან შუქურმა, რომელიც ისე ახლოს იყო ხელისუფლებასთან, რომ მისი ნიშნობის ცერემონიალს თავად იმდროინდელი პრემიერი ტაიპ ერდოღანი ღებულობდა, ხოლო ნიშნობის მოწმედ პრეზიდენტი აბდულაჰ გიული იყო, ხელისუფლების მიერ სკოლებისა და სასწავლებლების დახურვის, ხოლო პროფესორ-მასწავლებლების განთავისუფლების გამო, პროტესტის ნიშნად მმართველი ,,სამართლიანობისა და განვითარების პარტია,, და ამასთანავე ქვეყანაც დატოვა! წასვლის წინ კი მან მოუწოდა თურქეთში მცხოვრებ ცნობილ და ღვაწლმოსილ ადამიანებს, რომ არ გაჩუმდნენ იმ უსამართლობის გამო, რაც ქვეყანაში ხდება.
სპეციალურად ,,თაიმერისთვის,, კახაბერ ადამია

 

წესრ

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : ჩვენ ვართ ხალხის ხელისუფლება და არ ვქმნით დინსტანციას ჩვენსა და მოსახლეობას შორის
შემდეგი სტატიადმანისში განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა