ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით იუსტიციის მინისტრი კმაყოფილია

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების თაობაზე იუსტიციის მინისტრმა შეაფასა და თქვა, რომ ქართული მხარე კმაყოფილია ამ გადაწყვეტილებით.

„ფართო პერიოდია აღებული გამოძიებისთვის და ყველა ტიპის იმ დანაშაულს ფარავს ეს ნებართვა, რომელიც ხვდება რომის სტატუტში. რომის სტატუტში კი ხვდება სწორედ ისეთი დანაშაულები, როგორიც არის სამხედრო ტყვეების წამება და მკვლელობა. ომის დანაშაულად შეიძლება ასეთი ქმედებები დაკვალიფიცირდეს, ამიტომაც ჩვენ უკვე გაგვეხსნა გზა იმისთვის, რომ ეს თემებიც მოხვდეს ქალბატონი ბენსუდას უფლებამოსილების ფარგლებში,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიმერიიდან დავით ნარმანიას კიდევ ერთი კადრი გაათავისუფლეს
შემდეგი სტატია“პანკისში მოსახლეობა კონტროლის ქვეშ არის”