მერიიდან დავით ნარმანიას კიდევ ერთი კადრი გაათავისუფლეს

კიდევ ერთი საკადრო გადაწყვეტილება თბილისის მერიაში, თანამდებობიდან მერიის ადმინისტრაცის უფროსი გაათავისუფლეს. პაატა ჯაჭვლიანი დავით ნარმანიას კადრია, რომელიც მანამდე ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

მერიაში აცხადებენ, რომ ამჟამად მიმდინარეობს საკადრო გადაადგილებები და პაატა ჯაჭვლიანი 1-ელი თებერვლიდან მერიის სხვა სტრუქტურაში გადავა. თუ რა პოსტს დაიკავებს ჯაჭვლიანი, მერიაში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ.
პაატა ჯაჭვლიანს თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობამდე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის პოსტი ეკავა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია ტაქსების აღრიცხვას იწყებს
შემდეგი სტატიაჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით იუსტიციის მინისტრი კმაყოფილია