“პანკისში მოსახლეობა კონტროლის ქვეშ არის”

news
ავტ.: news იანვარი 29, 2016 19:23

“პანკისში მოსახლეობა კონტროლის ქვეშ არის”

მნიშვნელოვანი

  • პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, პანკისში სრული სიმშვიდეა, ხოლო მოსახლეობა სრული კონტროლის ქვეშაა.

სხვა სტატიები

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, პანკისში სრული სიმშვიდეა, ხოლო მოსახლეობა სრული კონტროლის ქვეშაა.

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, თუკი რომელიმე სადამკვირვებლო მისიას, პანკისში არსებული მდგომარეობის ნახვის სურვილი გაუჩნდება, საქართველო მას ამის შესაძლებლობას მისცემს.

“მესმის, რომ შესაძლოა, ჩვენ დეზინფორმაციის მსხვერპლი გავხდეთ ყველა მიმართულებით, მაგრამ ფაქტია, რომ პანკისში სრული სიმშვიდეა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და სხვა ორგანოები სრულად აკონტროლებენ სიტუაციას, ნებისმიერ სადამკვირვებლო მისიას, რომელსაც სურვილი გაუჩნდება, რომ ამ სიტუაციაში გაერკვეს, ჩვენ ამის შესაძლებლობას მივცემთ. მთავარია, რომ პანკისის მოსახლეობა კონტოლის ქვეშ არის”, – განაცხადა სესიაშვილმა.

კითხვაზე სწორი იყო თუ არა, ახმედ ჩატაევის გათავისუფლების გადაწყვეტილება, სესიაშვილის განმარტებით, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, ამას პასუხს ვერ გასცემს.

news
ავტ.: news იანვარი 29, 2016 19:23