აშშ-მ “ისლამური სახელმწიფო” “ნავთობის მინისტრის” ცოლის დაღუპვაში დაადანაშაულა

http://www.gazeta.ru/politics/2015/11/17_a_7897943.shtml

აშშ-ს მთავრობამ ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” ყოფილი “ნავთობისა და გაზის მინისტრის” ქვრივს, ამერიკელი კაილა მიულერის დაღუპვაში დასდო ბრალი. კაილა ტყვეობაში იყო, სადაც მას ისლამური სახელმწიფოს მეთაური აბუ ბაკრ ალ-ბაღდადი აუპატიურებდა – ამის შესახებ აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაშია ნათქვამი.

25 წლის უმ საიაფი ერაყის მოქალაქეა. მისი ქმარი აბუ საიაფი 2015 წლის მაისში იქნა ლიკვიდირებული.

ბრალდების ფორმულირების თანახმად, უმ საიაფის და სხვა მისი თანამოაზრეების მოქმედებებმა გამოიწვია ამერიკელი გოგონას სიკვდილი.
2014 წლის სექტემბერში მიულერი და სხვა ტყვეები ისლამური სახელმწიფოს ციხიდან აბუ საიაფისა და მისი ცოლის განკარგულებაში გადავიდნენ. საიაფი მხოლოდდამხოლოდ ალ-ბაღდადს ემორჩილებოდა.
ცოლ-ქმარი ტყვეებს აწამებდნენ და აიძულებდნენ სხვადასხვა პირებთან სექსუალური კონტაქტი დაემყარებინათ.
2015 წლის მაისში აბუ საიაფი კოალიციის ოპერაციის შემდეგ მოკვდა, მისი ცოლი კი დაიჭირეს და ის ახლა ერაყის ციხეში იმყოფება. დაკითხვისას ქალმა აღიარა, რომ მისი ოჯახი ერაყის “ალ-ქაიდას” მიეკუთვნება.

აშშ-ს განცხადებით, ისინი ერაყის სასამართლოს მხარს უჭერენ და მათთან თანამშრომლობას აპირებენ. რადგანაც საიაფს ამერიკელის მკვლელობაში ედება ბრალი, მას ტერორიზმის ბრალდება აშშ-მაც წაუყენა.
თუკი სასამართლო ტერორისტს ბრალს დაუმტკიცებს, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

26 წლის კაილა მიულერი ახლო აღმოსავლეთში 2012 წლის დეკემბრიდან მუშაობდა. 2013 წლის აგვისტოში აპოლოში ის ისლამისტებმა დააკავეს. 2015 წლის თებერვალში მედიამ ავიადარტყმების შედეგად ამერიკელის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშიჰააგის ციხეში სერბი გენერალი ტოლიმირი მოკვდა
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია