გზების მშენებლობაზე დასაქმებულ ჩინეთის მოქალაქეებს კორონა ვირუსის სიმპტომი არ გამოუვლინდათ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზების სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულმა ჩინური კომპანიის იმ თანამშრომლებმა, რომლებიც ჩინეთის მოქალაქეები არიან და იანვრის თვეში ჩინეთში იმყოფებოდნენ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი საკარანტინო პერიოდი გაიარეს.

„არც ერთ მათგანს კორონა ვირუსის სიმპტომი კარანტინის სრული პერიოდის განმავლობაში არ გამოუვლინდა. ჩინეთის მოქალაქეებმა შესაბამისი შემოწმების შემდეგ, საკარანტინო პერიოდი გაიარეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით, იზოლირებულად, ჯანდაცვის წარმომადგენლების მონიტორინგის ქვეშ. საერთო ჯამში, საკარანტინო პერიოდი 83-მა ჩინეთის მოქალაქემ გაიარა“ ,- აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, ჩინელი კონტრაქტორების მხრიდან შეჩერებულია ჩინეთის მოქალაქეების შემოყვანა საქართველოს ტერიტორიაზე.

banner
წინა სტატიაშიეკლესიაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება დიდ თანხებს მოითხოვს და ეკლესია ამას დამოუკიდებლად ვერ ჩაატარებს
შემდეგი სტატიაოპოზიცია და ხელისუფლება 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ