გზა, რომელსაც მიჰყვებით, რთულია, შეიძლება, გრძელიც აღმოჩნდეს, მაგრამ თქვენ მარტო არ ხართ

იან კელი

იან კელი„საქართველოს პარლამენტი არის ხალხის პირდაპირი წარმომადგენლობა და მაინც ხშირად მას არ აქვს სათანადო რესურსები და ძალაუფლება გააკონტროლოს უფრო ძლიერი სამთავრობო ბიუროკრატია. იმისათვის, რომ საქართველოს დამკვიდრება დასავლეთში შეუქცევადი გახდეს, უნდა გავაგრძელოთ პარტნიორობა პლურალისტური დემოკრატიული სისტემის განმტკიცებისათვის. მე შევხვედრილვარ ძალიან ბევრ ქართველს, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების, თუ სამინისტროების წარმომადგენლებს, რომლებიც განუხრელად ემსახურებიან ამ მიზნების განხორციელებას. თქვენი მისწრაფებები წარმატებით დაგვირგვინდება, მე მჯერა საქართველოსი და ქართველების. შეიძლება თქვენ დგახართ უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე და არსებობს წინააღმდეგობები ქვეყნის შიგნით და გარეთ, რაც ცდილობს დემოკრატიის შესუსტებას, თუმცა თქვენ გაქვთ სათანადო გარემო თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარებისათვის: ენერგიული სამოქალაქო საზოგადოება, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რეფორმების განხორციელების პოლიტიკური ნება. დემოკრატიისათვის შრომას თქვენ ნაყოფიერ ნიადაგზე ეწევით. გზა, რომელსაც მიჰყვებით, რთულია, შეიძლება, გრძელიც აღმოჩნდეს, მაგრამ თქვენ მარტო არ ხართ. როდესაც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი პენსი აქ იმყოფებოდა 2017 წლის 1 აგვისტოს მან ოთხი ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა წარმოთქვა: ,,ჩვენ თქვენთან ერთად ვართ“. მისი გამგზავრების შემდეგ ჩემი მოადგილე ელიზაბეთ რუდი და მომდევნო ელჩი გააგრძელებენ ჩვენს მისიას და თქვენი ძალისხმევის მხარდაჭერას. აგრძელებს რა საქართველო ამ კურსით სვლას, ამერიკის შეერთებული შტატების მომავალ ელჩებს ექნებათ შესაძლებლობა საქართველოს უწოდონ არამხოლოდ პარტნიორი, არამედ მოკავშირეც”, – განაცხადა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშისაქართველომ უნდა განავითაროს და დაიცვას თავისუფალი და პლურალისტური მედია
შემდეგი სტატიაიან კელი: ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცეა