გვსურს ვიხილოთ მეტი წინსვლა რეფორმების ფარგლებში და გაძლიერდეს თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტები არჩევნების წარმოების კუთხით – სტოლტენბერგი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 25, 2019 10:51

გვსურს ვიხილოთ მეტი წინსვლა რეფორმების ფარგლებში და გაძლიერდეს თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტები არჩევნების წარმოების კუთხით – სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება. სტოლტენბერგმა „კურიერის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის იცნობს საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვეყანაში რეფორმები უნდა იყოს უწყვეტი, რათა დაკმაყოფილდეს უმაღლესი სტანდარტი.

გენერალური მდივნის თქმით, ეს მნიშვნელოვანია როგორც ნატოში გაწევრიანებისთვის, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.

„რაც შეეხება არჩევნების საკითხს, მე გავეცანი ეუთოს ანგარიშს, იქ აქცენტია გაკეთებული იმაზე, რომ განგრძობითი უნდა იყოს რეფორმები, უწყვეტი უნდა იყოს იმისათვის, რომ უმაღლესი სტანდარტი დაკმაყოფილდეს ქვეყანაში, ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია, საქართველოსთვის კარგია და ნატოში გაწევრიანებისთვის, ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხითაც კარგია. ჩვენ ძალიან გვსურს ვიხილოთ კიდევ უფრო მეტი წინსვლა ამ რეფორმების ფარგლებში და გაძლიერდეს თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტები არჩევნების წარმოების კუთხით,“-აცხადებს სტოლტენბერგი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 25, 2019 10:51

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,027
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics