იენს სტოლტენბერგი სალომე ზურაბიშვილს ხვდება

საქართველოში ვიზიტით მყოფი ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდება.

სალომე ზურაბიშვილი იენს სტოლტენბერგს ათონელის რეზიდენციაში მასპინძლობს. ნატო-ს გენერალური მდივანი პირველი მაღალი რანგის სტუმარია, რომელიც პრეზიდენტმა ახალ საპრეზიდენტო რეზიდენციაში მიიღო.

სალომე ზურაბიშვილი იენს სტოლტენბერგს გაფართოებულ ფორმატში ხვდება. შეხვედრას ესწრებიან ნატო-ში საქართველოს ელჩი ალექსანდრე მაისურაძე, შეიარაღებული ძალების უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ქეთევან მახარაშვილი.

ნატო-ს მხრიდან შეხვედრას ესწრებიან სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი, საქართველოში ნატო-ს ოფისის ხელმძღვანელი როზალია პუგლისი, ნატო-ს პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის ევროატლანტიკური და მსოფლიო პარტნიორობის ოფიცერი, სტეფან ელგერსი, გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის მოადგილე კრისტიან მესზაროსი, ნატო-ს სპიკერის მოადგილე პიერ კაზალეტი.

banner
წინა სტატიაშიგვსურს ვიხილოთ მეტი წინსვლა რეფორმების ფარგლებში და გაძლიერდეს თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტები არჩევნების წარმოების კუთხით – სტოლტენბერგი
შემდეგი სტატიანატო რა თქმა უნდა აცხადებს ინტერესს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაზე, საქართველოსთან გვაქვს ამ საკითხებზე საუბარი – იენს სტოლტენბერგი